„ქართული ოცნების“ დეპუტატის, აკაკი ზოიძის აზრით, ლარის კურსის გაუფასურება "განპირობებულია მოლოდინებით, რომელიც ქვეყანაში ნებისმიერ პოლიტიკურ ცვლილებას, მათ შორის არჩევნებს უკავშირდება".
"ეროვნული ვალუტის ცვლილება არის თუ არა სპეკულაცია, ეს მთავრობისა და ეროვნული ბანკის შესაფასებელია. სამწუხაროდ, ყოველი არჩევნების შემდეგ, საქმე ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს", - განაცხადა ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.