იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში შემცირდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ავტომობილების იმპორტი 3 მილიონი დოლარით არის შემცირებული, თუმცა მიუხედავად შემცირებისა, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში მეორე ადგილს იკავებდა.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 339 მილიონი დოლარი იყო, მაშინ როცა, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში იმპორტმა 342 მილიონი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.