რა არის ბიტკოინი და რა საფრთხეებს შეიცავს მისი გამოყენება

ბიტკოინი 2009 წელს საზოგადოებისთვის უცნობმა პირმა, ფსევდონიმით სატოში ნაკამოტომ შექმნა. მისი მთავარი არსი ტრანზაქციების შუამავლის ანუ ბანკებისა და რეალური სახელის მითითების გარეშე შესრულებაა.

CNN იუწყება, რომ ბიტკოინის მომხმარებელთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, Forbes-მა კი გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "2017 წელი დაგვამახსოვრდება, როგორც ბიტკოინის წელი", რაც ამ კრიპტოვალუტის პოპულარობაზე მეტყველებს.

რა არის ბიტკოინის არსი და გამოიყენება თუ არა ის ჩვენს ქვეყანაში?

"საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკური ანალიტიკოსი, გივი ადეიშვილი განმარტავს, რომ ბიტკოინით სარგებლობა საქართველოშიც ხელმისაწვდომია, თუმცა ამჟამად ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, – "მისი გამოყენება მსოფლიოშიც შეზღუდულია. ამ ეტაპზე ბიტკოინი არის ე.წ აქტივი, რომელიც უფრო დაგროვების საშუალებად გამოიყენება, თუმცა მომავალში როგორ ტრანსფორმირდება, ამას დრო გვიჩვენებს," – განმარტავს ეკონომისტი.

ბიტკოინი ნაღდი ფულის სახით არ არსებობს, – "გადახდის ეს საშუალება დაფუძნებულია საკმაოდ რთულ ალგორითმზე, რომლის მეშვეობით გადარიცხები ისე ხორციელდება, რომ თითქოს მიმღების ვინაობა ცნობილი არ არის, თუმცა იმ პლატფორმაზე, სადაც გადარიცხვა ხდება, მითითებულია, ვინ არის გადამხდელი და რა რესურსს რიცხავს ის. ბიტკოინი შეგვიძლია, ფულის გათეთრების საშუალებად მივიჩნიოთ, თუმცა მეორეს მხრივ არსებობს გარკვეული კონტროლის დონეები, რომლებიც გამოისახება იმაში, რომ ყურადღება ექცევა კრიპტოვალუტას და ვინ სად რიცხავს," – აღნიშნავს "საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკური ანალიტიკოსი.

CNN წერს, რომ მომხმარებლები ბიტკოინის უპირატესობად პროდუქციის ანონიმურად შეძენის საშუალებას მიიჩნევს, – "ამას გარდა, საერთაშორისო გადახდები ბიტკოინის მეშვეობით გაცილებით მარტივია, რადგან მასზე რეგულაციები არცერთ ქვეყანას არ აქვს დაწესებული. ბიტკოინის გამოყენება ხელსაყრელი შეიძლება მცირე ბიზნესისთვისაც იყოს, რადგან ამ შემთხვევაში საკრედიტო ბარათების გადასახადების დაფარვა არ უწევთ. ზოგიერთი კი ბიტკოინს უბრალოდ ინვესტიციისთვის ყიდულობს და იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც მისი ღირებულება გაიზრდება", – წერს CNN. იხილეთ გაგრძელება