ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - საქართველოში სიკვდილიანობა შემცირებულია

საქართველოში სიკვდილიანობა არის შემცირებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ინფორმაციის, მტკიცებულებების, კვლევებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დირექტორმა, კლაუდია შტეინმა განაცხადა.

კლაუდია შტეინმა დღეს ქართველ სპეციალისტებთან ერთად ამ მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე და საქართველოში ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა.

"ამ ანგარიშიდან ჩანს, რომ ბოლო წლებში კარგი პროგრესია. საქართველოში სიკვდილიანობა არის შემცირებული და სიცოცხლის ხანგრძლივობა არის მომატებული. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, თუმცა ვხედავთ, რომ ზოგიერთი რისკფაქტორი ძალიან მაღალია და ყურადღებაა მისაქცევი, რაც ხელს უწყობს გულისხლძარღვთა დაავადებების მაღალ დონეს. ასეთი არის მაგალითად თამბაქო და როგორც ვიცით, საქართველო თამბაქოს მიმართულებით კანონმდებლობაში ახორციელებს ცვლილებებს", - განაცხადა კლაუდია შტეინმა.

მისი თქმით, ქართულ მხარესთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო.