1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5496 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5496 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5317 ლარი იყო.
შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0179 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0111 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9813 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0298 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.