ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0111 ლარი გახდა.

დღეს მოქმედი კურსი 2.9813 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0298 ლარი შეადგინა.

ევროსთან მიმართებაში ეს კურსი ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროსთან ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 26 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც 1 ევროს ღირებულებამ 2.9813 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ამერიკულ დოლარს, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5496 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5317 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0179 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.