სუპერმარკეტების ქსელმა "სმარტი" ახალ ფორმატში გადასვლის შემდგომ პირველი სუპერმარკეტი გახსნა

სუპერმარკეტების ქსელმა "სმარტი" ახალ ფორმატში გადასვლის შემდგომ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, "მუშტაიდის ბაღთან" მდებარე "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურთან პირველი სუპერმარკეტი გახსნა.

ახალგახსნილ "სმარტში" 20-მდე ადამიანი დასაქმდა. მომხმარებელთა წასახალისებლად, მხოლოდ ოთხი დღით, 26 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით „სმარტის“ ყველა მომხმარებელს იტალიური ყავა „ტრუჩილოს“ და "დანკინ დონატსის“ ნებისმიერი დონატის შეძენა მხოლოდ ერთ ლარად შეეძლება.

„სმარტი“ „მუშტაიდის ბაღთან“ პატარა ფორმატის სუპერმარკეტია, სადაც ევროპული და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. ახალგახსნილ სუპერმარკეტში მომხმარებელს კომფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ საკონდიტრო ნაწარმს, ფუნთუშეულს და „დანკინ დონატსის“ მრავალფეროვან დონატებს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს. მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო ასორტიმენტისა და მომსახურების უახლესი სტანდარტის შეთავაზება ახალგახსნილი „სმარტისა“ და მასთან არსებული კაფის თანამშრომლებისთვის უპირველესი საზრუნავია.

„სმარტი“ ქსელის განვითარების საწყის ეტაპზე, პატარა ზომის სუპერმარკეტებით გააგრძელებს და უახლოეს მომავალში „სმარტის“ პატარა ფორმატის სუპერმარკეტების უმრავლესობა ავტო და გაზ-გასამართ სადგურებსა და ავტობანებზე განთავსდება.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.

(R)