იუსტიციის სამინისტრო მეწარმეებს ახალ მომსახურებას სთავაზობს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კვების პროდუქტების მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს ახალ მომსახურებას სთავაზობს.

ახალი ვებ-პორტალის საშუალებით მეწარმეებს, რომელთა საქმიანობა სურსათის ან ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასა და რეალიზაციასთანაა დაკავშირებული, შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ შეცვალონ საწარმოს საქმიანობის შესახებ უკვე რეგისტრირებული ინფორმაცია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისად, იარსებებს სურსათის მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების ერთიანი ბაზაც, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ერთიანი სისტემის განსაზღვრასა და რისკის მართვას შეუწყობს ხელს.

მეწარმეთათვის პორტალზე რეგისტრაცია უფასოა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ბიზნესოპერატორად დარეგისრირებულ საწარმოებში. შესაბამისად, სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ აქვს შესაძლებლობა, დაურეგისტრირებელ საწარმოში შევიდეს და კონტროლი განახორციელოს.