“ტვიტერი” Russia Today-სა და Sputnik-ის სარეკლამო განცხადებებს დაბლოკავს

“ტვიტერი” რუსული მედიასაშუალებების “Russia Today”-სა და “Sputnik”-ის ყველა სარეკლამო განცხადებას დაბლოკავს. ამის შესახებ “Business Insider”- ი წერს.

“ტვიტერმა” გადაწყვიტა “Russia Today”-სა და “Sputnik”-ის საკუთრებაში მყოფი პროფილებიდან რეკლამა დაბლოკოს. გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

“ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ სამუშაოს, რომელიც ჩვენ აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე ჩავატარეთ და აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “Russia Today” და “Sputnik”-ი რუსეთის მთავრობის დავალებით არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ”, - აღნიშნავენ კომპანიაში.