რა უნდა გააკეთოთ, რომ ვიდეოჯარიმების შესახებ ინფორმაცია სმს-ით მიიღოთ

პირველი ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაირთო.

ახალი ვიდეოანალიტიკური პროგრამა შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას, სიჩქარის გადაჭარბებას, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობასა და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობას აფიქსირებს.

ამასთან, ახალი პროგრამა დამრღვევ ავტომანქანაზე ჯარიმას ავტომატურად წერს, თუმცა აღნიშნული ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ იმოქმედებს.

გარდა ამისა, 1-ელი ნოემბრიდან ჯარიმების გადახდის ახალი სისტემაც ამოქმედდა. კერძოდ, თუ დამრღვევი ჯარიმას სმს-ის მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაიხდის, ამ შემთხვევაში ის 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს. ვიდეოჯარიმების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მისაღებად, თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი დაფიქსირებული უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ მართვის მოწმობის მიღების დროს მითითებული არ გაქვთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია:

1. მიბრძანდით შს სამინიტროს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრში და დააფიქსირეთ თქვენი პირადი მონაცემები ერთიან ბაზაში;

2. გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.sa.gov.ge

ონლაინ რეგისტრაციისთვის:

შედით ვებ-გვერდზე: www.sa.gov.ge და გადადით ავტორიზაციის ბმულზე;

დააჭირეთ რეგისტრაციის ღილაკს;

შეიყვანეთ თქვენი მონაცემები შესაბამის ველში;

მონიშნეთ ველი "ვეთანხმები" და დააჭირეთ ღილაკს "რეგისტრაცია";

ანგარიშის გასააქტიურებლად ეწვიეთ თქვენ მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ. ფოსტის მისამართს;

მიღებულ წერილში გადადით მითითებულ ბმულზე;

შეიყვანეთ მობილურ ტელეფონზე მიღებული ოთხნიშნა კოდი და დაასრულეთ რეგისტრაცია.

შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრების მისამართები:

• ქ. თბილისი, წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ

• ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის ქ. N5ა

• ქ. თელავი, ალაზნის გამზირი N5

• ქ. გორი, ი. სუხიშვილის ქ. N40

• ქ. ახალქალაქი, დ. აღმაშენებლის ქ. N50

• ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი N2

• ქ. საჩხერე, საჩხერე-ჭიათურის გზატკეცილი მე-4 კმ

• ქ. ქუთაისი, სულხან-საბას გამზირი N19 ბ

• ქ. ოზურგეთი, ნატანები, წერმაღალას გზის 1-ლი კმ

• ქ. ბათუმი, სულხან-საბას ქ. N2

• ქ. ფოთი, ჭავჭავაძის ქ. N146

• ქ. ზუგდიდი, შ. ხუბულავას ქ. N9