„თბილისის ისტორიული ნაწილის სრულ რეაბილიტაციას 500 მილიონი და ოთხი წელი არ ეყოფა“.
ამის შესახებ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წელსვე დაიწყება ორბელიანის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
„ვიწყებთ- მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მომავალ წელს ვიწყებთ ასევე გუდიაშვილის მოედნის პროექტის განხორციელებას, ფიროსმანის ქუჩას და ზემო და ქვემო კალა, ასევე, ლესელიძის ქუჩის რეაბილიტაციაც განხორციელდება, რადგან ამ ქუჩას და მიმდებარე უბანს დიდი პოტენციალი აქვს”, - განაცხადა კახა კალაძემ.