კომპანია „სილქნეტმა“ შესაძლოა „გლობალ TV“ შეიძინოს

კომპანია „სილქნეტმა“ შესაძლოა „გლობალ TV“ იყიდოს.

როგორც კომპანია „სილქნეტში“ განაცხადეს, ამ ეტაპზე პროცესი მიმდინარეობს და კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან ელოდებიან დასტურს.

„კომისიას უკვე მივმართეთ შესყიდვის თაობაზე და მათგან ველოდებით დასტურს. მოლოდინის რეჟიმში ვართ,“-აცხადებენ კომპანიაში.