თბილისის მერის პოსტზე დავით ნარმანიას პრემია-დანამატები არ აუღია.ნარმანიამ მერის თანამდებობაზე 3-წლიანი მუშაობა შეაჯამა. რა გააკეთა და რისი გაკეთება ვერ შეძლო, რა გამოწვევებს უტოვებს ახალ მერს და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ”ინტერპრესნიუსს” დავით ნარმანია ესაუბრა.
„სახელფასო დანამატი ორი პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე არ ავიღე. პირველი არის ის, რომ ეს მუდმივად, მთელი სამი წლის განმავლობაში საყვირალი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მეკუთვნოდა. მეორე - გარდა იმისა, რომ ვარ თბილისის მერი, ვარ უნივერსიტეტის პროფესორი. უნივერსიტეტიდან ნახევარ განაკვეთზე მაქვს დაახლოებით 1 500 ლარი, რაც ჩემთვის დამატებითი შემოსავალი იყო. სწორედ ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, დანამატის აღებაზე უარი ვთქვი,“-აღნიშნა ნარმანიამ.