მაიკ პენსი - აშშ ჩრდილოეთ კორეაზე დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებას განაგრძობს

აშშ ჩრდილოეთ კორეაზე დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებას განაგრძობს , თუმცა ვაშინგტონს ხელი მოქმედების სხვა ვარიანტებზეც მიუწვდება. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ჩრდილოეთ დაკოტას შტატში, სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩრდილოკორეული რეჟიმის მხრიდან მუქარები და პროვოკაციები გრძელდება და ამის ფონზე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს დიპლომატიურ და ეკონომიკურ ზეწოლას, რათა ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღის და ბალისტიკური რაკეტების განვითარების საკუთარ პროგრამებზე უარი თქვას“, - განაცხადა პენსმა.