სამუშაო ადგილები, სადაც შესაძლოა, დღეს დაბადებულმა ბავშვებმა 2040 წელს იმუშაონ

თუ მშობელი ახლახან გახდით ან უბრალოდ ზოგადსაკაცობრიო ფიქრები გაწუხებთ, შესაძლოა, გიფიქრიათ თუ რას უმზადებს მომავალი დასაქმების მსურველებს.

დღეს დაბადებული ბავშვები 2040 წლისთვის კარიერის საფეხურზე პირველ ნაბიჯს შედგამენ. საინტერესოა იქნება თუ არა დასაქმების ბაზარი ისეთი, როგორიც ის დღეს არის.

რობოტებმა დღეს უკვე ჩაანაცვლეს მილიონობით ადამიანი საწარმოებში, კვების ობიექტებსა და ვაჭრობაშიც კი, უკვე დღეს არსებობს ეჭვი, რომ ხელოვნური ინტელექტი ინდუსტრიის ყველა სფეროს მოიცავს.

კარგი ამბავი ის არის, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა იმ პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც 2040 წლისთვისაც ადამიანის კვალიფიკაციაში დარჩება - მათ შორის ქორეოგრაფია და ფსიქოლოგიაც არის.

კიდევ ერთი კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ პროფესიების გარკვეული ნაწილის გაქრობასთან ერთად, ახლები შეიქმნება. ფაქტობრივად, მომავლის შემსწავლელი ინსტიტუტის (IFTF) პროგნოზის თანახმად, 2013 წლისთვის ახალი პროფესიების 85% ჯერ კიდევ არ იქნება შექმნილი, თუმცა 10 წლის შემდეგ დასაქმების ბაზარი სრულიად შეცვლილი იქნება.

Allnews.ge Times-ზე დაყრდნობით მომავლის პროფესიებს გთავაზობთ.

ვირტუალური მაღაზიის მენეჯერი

სულ უფრო მეტი მომხმარებელი იყენებს ონლაინ მაღაზიებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ ადამიანებთან კონსულტაცია. Google-ის გამოკითხვამ ჩვენა, რომ მობილურის მომხმარებელთა 61%-მა განაცხადა, რომ ონლაინ შესყიდვის გაკეთებამდე კომპანიას უკავშირდებიან.

ISDI ციფრული უნივერსიტეტის თანადამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი ამირ მაშკოორი აღნიშნავს, რომ სწრაფ ცვლილებას არ ელის.

"ტექნოლოგიური ტემპების ზრდასთან ერთად ადამიანები ფიქრობენ, როგორ შეიძინონ ახალი უნარები, რომლებიც არ აქვთ მანქანებს - უნარი იფიქრო, გაიგო გემო და სუნი - ციფრულ სამყაროში ზოგიერთ შესაძლებლობას კარგავ", - ამბობს ამირ მაშკოორი.

მაშკოორი ფიქრობს, რომ მომავალში კომპანიები ადამიანებს თავის ციფრულ სივრცეში ჩანერგავენ, რომლებიც მომხმარებლის კმაყოფილებაზე ისევე იქნებიან ორიენტირებულები, როგორც დღეს ჩვეულებრივი მაღაზიების მენეჯერები და რამდენადაც ირონიული არ უნდა იყოს, მომავალში კომპანიებს ამ მოვალეობის შესრულებისთვის კვლავ ადამიანის დახმარება დასჭირდებათ.

რობოტების მედიატორი

ცხადია, რობოტები ინდუსტრიის ზოგიერთ სფეროში სულ უფრო მეტ ადგილს იკავებენ, თუმცა

ზოგიერთ სამსახურში ისინი ადამიანებს სამუშაოს უკეთ შესრულებაში ეხმარებიან. რობოტები ამაზონის საწყობებში, სადაც ისინი თანამშრომლებს საგნების მოძებნასა და გადატანაში ეხმარებიან, ამის საუკეთესო მაგალითია. ადამიანისა და რობოტის თანამშრომლობის გახშირების პარალელურად, თავს სირთულეებიც იჩენს, რომელთა მოსაგვარებლად დამატებითი დამხმარე სამსახურების შექმნა გახდება საჭირო. ისეთი როგორიც არის რობოტების შემკეთებლის სამსახური, რომელიც უკვე არსებობს. აქედან გამომდინარე კარგად ჩანს, რომ მიუხედავად შიშისა, რომ რობოტები სამსახურებს წაგვართმევენ ციფრული რეალობის სამართავად უნარიანი ადამიანები აუცილებლად საჭირონი იქნებიან. იხილეთ გაგრძელება