მომავლის ყველაზე პერსპექტიული სამუშაო ექთნის პროფესიაა. ამის შესახებ ინფორმაციას businessinsider-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ექთნების საშუალო წლიური ხელფასი 2026 წელს 437 ათასი დოლარი იქნება, მაშინ როცა 2016 წელს 68 450 დოლარია.
რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს პროგრამისტის სამუშაო, რომლის საშუალო წლიური ანაზღაურებაც საანგარიშო პერიოდში 100 080 დოლარიდან 253 400 დოლარამდე გაიზრდება. მას მოსდევს ოპერაციების გენერალური მენეჯერის სამუშაო - ამ პროფესიის ადამიანების ანაზღაურება 2026 წელს 205 900 დოლარი იქნება.
მომავლის პერსპექტიული სამუშაოების ხუთეულში მოხვდა ასევე ფინანსური მენეჯერისა და ექიმების სამუშაო.