საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური ღონისძიებაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიწვია.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი.