"ჩემი ტორტები 5.000-დან 10.000 ლარამდე ღირს"­

თამო გზირიშვილის "ტკბი­ლი­ ისტორია" იმ დროიდან იწყება, როდესაც ნიჭიერმა მხატვარმა, თეა­ტრის მხატვრობის ნაცვლად, სა­კონდიტროს კარი შეაღო, თეატრში მხატვრის ადგილი არ იყო!

- სამხატვრო აკადემიის საუ­კ­ეთესო სტუდენტი ვიყავი. მინდო­და, თეატრში მემუშავა, მაგრამ... აღმოვჩნდი საკონდიტროში. მარციპანი ავიღე და ტორტებისთვის­ ფიგურების გამოძერწვას შევუდექი. მერე პატარა საკონდიტროც გავხსენი და ეს საქმე გავაგრძელე. ტორტის ფიგურების გამოძერწვა არ გამჭირვებია - მე ხომ მხატვარი ვარ. ძნელი სახის გამოძერწვა აღმოჩნდა, - ტორტის ფიგურის სახე პატარაა, მასში ის ემოცია უნდა იყოს, რაც ტორტის შემკვეთს აქვს ჩაფიქრებული. მოკლედ, ელზასა და ანადან დაწყებული, მარციპანის ჰოლ­ივუდის ვარსკვლავები და პოლიტიკოსებიც ბევრი მყავს გამოძერწილი. მაგრამ ყველაზე მეტად საბავშვო­ ტორტების კეთება მომწონს. ბავშვებს ბედნიერი ფიგურები უნდათ და ეს მეც მანიჭებს სიამოვნებას.

- მარციპანის წითელქუდა არ გაგიკეთებიათ?

- ბავშვები წითელქუდას აღარ ითხოვენ. ალბათ იმიტომ, რომ ტელევიზორში ხშირად ვე­ღარ­ ხედავენ, ახლა ეკრანს დისნეის გმირები "შემოესვივნენ"!

- ყველაზე ხშირად­ საქორწილო ტორტების მორთვა გიწევთ?

- ქორწილი უტორტოდ წარმოუდგენელია. ახლა ტორტის გასალამაზ­ე­ბლად ვარდები ან კამელიები მოსწონთ. ორმეტრნახევრიანი­ ტორტიც გამიკეთებია, დაახლ­ოებით ხუთასნაჭრიანია. მისი მარციპანის ვარდები კი მთელი თვე მიკეთებია - თითო ვარდს 30 ფურცელი აქვს, ყველა სათითაოდ უნდა ამოჭრა, გალაქო და ააწყო.

- რა ღირს ასეთი ტორტები.

- 5.000-დან 10.000 ლარამდე.­ დღეს 5.000-იან ტორტს ბევრი უკვეთს. თუმცა, როცა შესაკვეთად საპატარძლოები და მათი სადედამთილოები მოდიან, ხანდახან ჩხუბამდეც მიდის საქმე. ხშირად სადედამთილოები მართლები არიან. რატომ, მიზეზს არ დავასახელებ.

- შეყვარებულებისთვის თუ უკვეთენ ტორტებს?

- ხშირად. კიდევ უფრო ხშირად მეუღლეები ერთმანეთისთვის. 

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 30 ოქტომბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად