წინასწარი შეფასებით, 2017 წლის ცხრა თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4,7 % შეადგინა.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,0 პროცენტი შეადგინა, 2017 წლის III კვარტალში 4,4 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,7 პროცენტი დაფიქსირდა.
საქსტატის ცნობით, 2017 წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში - ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, მშენებლობა.
მათივე ცნობით, დამატებული ღირებულების კლება ტრანსპორტის დარგში დაფიქსირდა.