კახა კალაძე - პრემია არის თანამშრომლის წახალისება, თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი

თბილისის ახლად არჩეული მერის კახა კალაძის განცხადებით, პრემია არის თანამშრომლის წახალისება, თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი.

"პრემია ზოგადად არის წახალისება, რასაც მე მივესალმები. უნდა ჰქონდეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ თანამშრომელი, რომელიც შენ სტრუქტურაში მუშაობს, წაახალისო. თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი და ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული",- განაცხადა კალაძემ.