"რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა დროებით წყვეტს მუშაობას

"რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა 15 მაისამდე მგზავრებს ვეღარ მოემსახურება.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეიდან 15 მაისის ჩათვლით, ტექნოლოგიური პროცესებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოებისა და გამწევი ბაგირის შეცვლასთან დაკავშირებით, "რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა მუშაობას დროებით შეწყვეტს.

"რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო 2012 წლიდან ემსახურება თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს. გახსნის დღიდან დღემდე საბაგირო 1 298 124 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნული გეგმური სამუშაოების განხორციელებაც სწორედ მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის ხორციელდება", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.