თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი 3%-ით შემცირდა

2017 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა 603 ამერიკულ დოლარს მიაღწია.

Colliers International Georgia-ს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო ფასი 2016 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 3%-ით ნაკლებია.

ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში კი ღირებულება 556 დოლარს გაუტოლდა, რაც უმნიშვნელო (1%-იანი) კლებაა წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.