კვლევითი კომპანია Juniper Research-ის ინფორმაციით, უახლოეს ხუთ წელიწადში ონლიან რეკლამაზე დანახარჯები 18%-ით გაიზრდება.
კომპანიის მონაცემებით, 2022 წლის მსოფლიოში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები 420 მილიარდ დოლარს მიაღწევს, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 184 მილიარდი დოლარი იქნება.
Juniper Research-ის კვლევის ავტორთა განცხადებით, მონაცემები მოიცავს მობილურ, დესკტოპ, სამაგიდო სისტემებით და არასაცოვრებელ დაწესებულებებში სარეკლამო ბანერებს.
ანალიტიკოსთა განცხადებით, ინტერნეტ რეკლამის ბაზრის ზრდას ვერ ედ ბლოკის პროგრამები შეაჩერებს, თუმცა ცხადია, მათი გავლენა რეკლამის ამ სეგმენტზე მაინც აისახება.
„რეკლამის დამბლოკავი პროგრამის ეფექტი ყველაზე შესამჩნევი 2022 წლისთვის იქნება და ეს მაჩვენებელი საერთო ბაზრის 19%-ს მიაღწევს. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, მისი წყალობით, რეკლამა უფრო მიზანმიმართული და ნაკლებად მომაბეზრებელი გახდება. 2022 წლისთვის ეს ტექნოლოგიები ბაზარზე არსებული ინტერნეტ რეკლამის 75%-ში იქნება გამოყენებული“, - აღნიშნავენ Juniper Research-ის ანალიტიკოსები.