სს „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
”საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (ბროწეულა-კოპიტნარის გადასარბენზე გვირაბის მოწყობის გამო), ა.წ. 31 ოქტომბერს ქუთაისიდან, ასევე 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს ზუგდიდიდან და ბათუმიდან, ორი რეისით მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი ელექტრომატარებელები: №698/697 ქუთაისი-ზუგდიდი და №684/683 ქუთაისი- ბათუმი.
სს „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, - ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.