დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართული საპენსიო ასაკამდე ან პენსიაზე მყოფი პირის გადაცვალების შემთხვევაში მისი დანაზოგი გადაეცემა მის კანონიერ მემკვიდრეებს , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი განმარტებით, მემკვიდრეებს აღნიშნული თანხის ფონდიდან გატანა შეეძლებათ როგორც ერთიანად, ასევე ეტაპობრივად.
“დანაზოგის გატანა შეუძლიათ ხელზე და ასევე შესაძლებელია, საკუთარ საპენსიო ანგარიშზე გადატანაც”, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.