თბილისი-ფოთის მიმართულებით ახალი საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი იმოძრავებს

"საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანია შპს "ტრანს კავკასუს ტერმინალსის" ორგანიზებით, 28 აპრილიდან ფოთი-თბილისის მიმართულებით ბლოკ-მატარებელი იმოძრავებს. 

ბლოკ-მატარებელი კვირაში სამ დღეს - ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, კომპანიის კუთვნილ თბილისისა და ფოთის ტერმინალებს შორის, სისტემტურად იმოძრავებს.

როგორც საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, ბლოკ-მატარებელი მომხმარებელს დანიშნულების ადგილამდე ტვირთის სწრაფად, უსაფრთხოდ და იაფად მიღების საშუალებას მისცემს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ამოქმედებით ტვირთმფლობელი მიიღებს გაუმჯობესებულ სერვისს, რაც გაზრდის TRACECA-ს დერეფნის მნიშვნელობას.