აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლტოლვილების მიღების პროგრამის გამკაცრებაზე განკარგულება გასცა.
„ახლახან გავეცი განკარგულება შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს, რათა უფრო გაამკაცრონ ლტოლვილების მიღების პროგრამა. იყო პოლიტიკურად კორექტული მშვენიერია, მაგრამ არა ამ შეთხვევაში“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, დაკავშირებულია თუ არა ეს ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტთან.
ოქტომბრის დასაწყისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლტოლვილების მიღების პროგრამის აღდგენა მოხდება, თუმცა 11 ქვეყნიდან მოქალაქეების შერჩევის პროცედურები გაამკაცრა. აღნიშნული პროგრამა 120 დღის განმავლობაში იყო შეჩერებული.