თამაში, გართობა და სხვადასხვა დასახელების, მათ შორის ძვირადღირებული პრიზების მოგების რეალური შანსი - ნებისმიერი მომხმარებლისთვის საინტერესო შეთავაზებაა.
მართალია, ქართული ონლაინსივრცე ძირითადად აზარტულ და გემბლინგ პროექტბს აქვს ათვისებული, თუმცა სულ რამდენიმე კვირის წინ, ინტერნეტში ახალი და სრულიად განსხვავებული მიმართულების საიტი - WINGO.GE გამოჩნდა. ინტელექტუალურ-გასართობი თამაშების ქართული ონლაინ პლატფორმა მომხმარებლებს საკუთარი ცოდნით არაერთი პრიზის, ვაუჩერისა თუ მომსახურების მოგების რეალურ შესაძლებლობას აძლევს. ახალი ვებგვერდის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ WINGO.GE - მარკეტინგის მენეჯერს, არჩილ თავბერიძეს ესაუბრა.
რა არის WINGO.GE -ს შექმნის მიზანი და როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს გათამაშებებში მონაწილეობის მიღება?
WINGO.GE-ს მიზანი საქართველოში ინტელექტუალური აქტივობის წახალისება და ამავდროულად ინოვაციური სარეკლამო პლატფორმის შექმნაა. გარდა იმისა, რომ WINGO.GE მომხმარებლებისთვის გასართობი პლატფორმაა, ამავდროულად ის საინტერესო და ორიგინალური მარკეტინგული არხია კომპანიებისთვის. საიტზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გათამაშების შედეგად მოიგოს სხვადასხვა პრიზი. გათამაშებები ტარდება ყოველდღიურ რეჟიმში. იმისთვის, რომ მომხმარებელმა მისთვის სასურველი პრიზი მოიგოს, პირველ რიგში, უნდა გაიაროს რეგისტრაცია და შეიძინოს პერემიუმ პაკეტი, რომლის ღირებულებაც თვეში ორი ლარია.
როგორია გათამაშების დეტალები?
გათამაშება ძალიან მარტივ პრინციპზეა დაფუძნებული. ეკრანზე გამოდის სამი კითხვა, რომელზეც მომხმარებელმა უნდა გასცეს სწორი პასუხები და გამარჯვებული არის ის, ვინც ამას ყველაზე სწრაფად, მოკლე დროში მოახერხებს. კითხვები 24 სხვადასხვა სფეროდანაა და დაყოფილია სირთულის მიხედვით: - მარტივი საშუალო და რთული. თავად გათამაშება კი სამი ტიპისაა: მთავარი პრიზი - ყველაზე ძვირადღირებული პრიზების კატეგორიაა. ამ კატეგორიაში ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ „აიფონ 8“ გავათამაშეთ. ასევე გვაქვს პრემიუმ პრიზები. ამ ტიპის გათამაშება
ყოველდღიურად მიმდინარეობს. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა გამომცემლობის წიგნები, ესთეტიკური ცენტრების მიერ შემოთავაზებული ვაუჩერები, კინოთეატრის ბილეთები და სხვა. რაც შეეხება მესამე, უფასო პრიზების კატეგორიას, აქ მომხმარებელს არ სჭირდება ყოველთვიურად 2 ლარის გადახდა და გათამაშებაში მონაწილეობა უფასოა. თამაშდება ფასდაკლებები სხვადასხვა მომსახურებასა თუ სერვისზე.
როდის გაჩნდა wingo.ge-ს შექმნის იდეა და რამდენად რთული აღმოჩნდა მისი განხორციელება?
იდეა 2 წლის წინ, რამდენიმე მეგობარს გაგვიჩნდა. გვინდოდა შეგვექმნა გასართობი საიტი,რომელიც იქნებოდა განსხვავებული, ამიტომ ინტელექტუალური მიმართულება ავირჩიეთ. იდეა პერიოდულად იხვეწებოდა, ამავდროულად მიმდინარეობდა მუშაობა დაფინანსების მოპოვებაზეც. დასაწყისში სხვადასხვა კერძო საინვესტიციო კომპანიას მივმერთეთ, თუმცა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება ჩვენთვის, როგორც სტარტაპ კომპანიისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ძირითადი პრობლემა იყო მისაღები დაფინანსების უზრუნველყოფა ქონების ჩადებით. სწორედ ამ დროს გავიგეთ „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერის“ შესახებ. ამ პროექტის პირობები ჩვენთვის გაცილებით ხელსაყრელი აღმოჩნდა. მივიღეთ მონაწილობა პროექტში და შედეგად, მაქსიმალური დაფინანსება მოვიპოვეთ. ჩვენი ვებგვერდის საბოლოო, განახლებული ვერსია სწორედ „სტარტაპერის“ ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, დაახლოებით ერთი თვის წინ ჩავუშვით.
დღეისათვის რამდენად აქტიურობენ მომხმარებლები და როგორია WINGO.GE -განვითარების
სტრატეგია?
დღეს უკვე ჩვენს ვებგვერდზე 17 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელია. აქტიურობა საკმაოდ მაღალია და დინამიკა მზარდი. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლის აქტიურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პრიზებზე. პრიზებს კი აწესებენ ჩვენი პარტნიორი კომპანიები, რომელთაც თავიანთი პროდუქტისა თუ მომსახურების რეკლამირებაში დამატებითი თანხების გადახდა არ უწევთ. ისინი მხოლოდ საჩუქარს აწესებენ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ვებგვერდზე რეკლამა არ არის მომხარებლისთვის მომაბეზრებელი, რადგან თვითონ ის კონტენტი, რაც საიტზეა წარმოდგენილი, თავად გულისხმობს რეკლამას. კომპანიაში 15 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის ზრდასთან ერთად, მათი რაოდენობაც მოიმატებს. ჩვენი გათამაშებების რაოდენობა კი ახლო მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. ამ საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენს ერთგულ მომხმარებელს ბევრ სიახლეს და სიურპრიზს შევთავაზებთ.
#სტარტაპერი
ქრისტინე გამთენაძე