კორეაში საკვების საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პროდუქცია წარადგინეს

კორეის რესპუბლიკის ქალაქ ჯონჯუში ფერმენტირებული საკვების მე-15 საერთაშორისო გამოფენა IFFE (International Fermented Food EXPO) 2017 გაიხსნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა, კორეის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ჩრდილოეთ ჯოლას პროვინციის გუბერნატორმა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა ქართული წარმოების თაფლი, აჯიკა, წყაროს წყლები, ღვინო, ბრენდი, ჭაჭა, წვენები, ჩაი, ჩურჩხელა, ბაქმაზი და ენერგეტიკული სასმელები.

აღნიშნულ ღონისძიებაში ქართული კომპანიების მონაწილეობა განხორციელდა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს წარმოების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.

გამოფენაში 20 ქვეყნიდან 355-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.