უფრო მარტივი, კომფორტული და მოსახერხებელი - განახლებული ვებ-გვერდი Hotsale.ge-სგან

Hotsale.ge ქართულ ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და სწორი მენეჯმენტისა და მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მაღალი ხარისხით მოპოვებული ნდობის გამო დღემდე ელექტრონულ კომერციაში ლიდერ კომპანიას წარმოადგენს.

hotsale.ge-ს საიტზე 300,000-ზე მეტი მომხმარებელია რეგისტრირებული, პარტნიორი კომპანიების რიცხვმა კი ათას ხუთასს გადააჭარბა - კომპანიები მომხმარებლებს მათ პროდუქციაზე 20-დან 90%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ. სულ ცოტა ხნის წინ, hotsale.ge-მ ვებ-გვერდი განაახლა, რომლის დეტალებზეც მარკეტინგის მენეჯერი, მურთაზ ფუტკარაძე გვესაუბრება:

- ვებ-გვერდის განახლების მთავარი მიზანი მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის, მარტივი და კომფორტული მომსახურის შეთავაზება იყო. ვფიქრობ, ახალი დიზაინი უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის მომხმარებელს სასურველი მომსახურების მისაღებად.

- საინტერესოა, კონკრეტულად რა სიახლეებით გამოირჩევა ახალი საიტი ძველისგან?

- როგორც უკვე აღვნიშნე, მომხმარებლებისათვის უფრო მარტივი გახდა სასურველი შეთავაზებების პოვნა, მითუმეტეს როდესაც ჰოთსეილზე ყოველდღიურად 1000-ზე მეტი შეთავაზებაა განთავსებული. ამასთან, გაცილებით სწრაფი გახდა მომხმარებლისთვის მომსახურების შეძენის პროცესიც. განახლებული საიტი საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს მათზე მაქსიმალურად მორგებული სერვისი შევთავაზოთ.

- ვინ იმუშავა საიტის განახლებაზე?

- ჰოთსეილისთვის მთავარ ფაქტორს ყოველთვის იყო და რჩება მომსახურების მაღალი ხარისხის შეთავაზება მომხმარებლებისთვის, შესაბამისად, საიტზე საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო დეველოპმენტ გუნდი - Leavingstone მუშაობდა, რომელთაც მსგავსი მასშტაბის პროექტების წარმოების დიდი და წარმატებული გამოცდილება გააჩნიათ. გარდა განახლებული დიზაინისა, მომხმარებლებს ახალი შეთავაზებებიც ელოდებათ ვებ-გვერდზე, კერძოდ, საიტზე მანამდეც შესაძლებელი იყო საკვების მიტანის სერვისით სარგებლობა, თუმცა განახლებულ ვებ-გვერდზე ამ მიმართულებით მომსახურება კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ - შეკვეთის მიღება ახლა უფრო მარტივია და სწრაფად ხორციელდება - ამჯერად უკვე ჰოთსეილიდან შეძლებთ საუკეთესო რესტორნებიდან შეუკვეთოთ სასურველი კერძები და სახლში მიტანის სერვისით ისარგებლოთ.

- გარდა ვებ-გვერდის განახლებისა, კიდევ რა სიახლეებს შესთავაზებთ მომხმარებლებს?

- ჰოთსეილისთვის აქტიური პერიოდი იწყება - მომხმარებლებს მეტი ექსკლუზიური შეთავაზება, სასიამოვნო აქტივობები და გათამაშებები ელოდებათ. ახალი წლისთვის განსაკუთრებით ვემზადებით - გრანდიოზულ სიახლეს საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით.