„შეიქმნა განცდა, რომ კომერციული ბანკები არიან მონსტრები, რომლებიც ქვეყანას ღუპავენ, ხოლო ეროვნული ბანკი მათი მონაა“.
ამის შესახებ, ექსპერტმა ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა ყველა ეჭვი უნდა მოხსნას, რაც მის გარშემო არსებობს და ხისტი განცხადებები არ უნდა გააკეთოს.
„დღეს საზოგადოებას აქვს განცდა, რომ ეროვნული ბანკი არის მსხვილი კომერციული ბანკების მონა. ეს ბრალდება პირველ რიგში ეროვნულმა ბანკმა უნდა მოხსნას და არა ხისტი განცხადებები აკეთოს, საზოგადოებაზე გაბუტული ვარ და არავითარ განმარტებას არ გავაკეთებო. ეროვნულ ბანკზე ზედამხედველობის ფუნქცია აქვს პარლამენტს. ამიტომ კარგი იქნება თუ დეპუტატები სთხოვენ ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს, რომ რაგირება მოახდინონ ან დაიბარონ პარლამენტში და მოსთხოვონ, რომ ხისტი განმარტებები არ აკეთონ,“ - განაცხადა პაპავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, კურსის მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.