დიდი ბრიტანეთის ინდუსტრიაში 2,2, მილიონი პოზიციაა, თუმცა 2040 წლისთვის მათი მესამედი შეიძლება ადამიანებისთვის გაუქმდეს და მათ ადგილზე რობოტები „დასაქმდნენ“.
როგორც კომპანია „სტარლინგის“ კვლევაშია ნათქვამი, ე.წ. „მეოთხე ინდუსტრიალიზაციის“ ფაზა ძირითადად შეეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა მშენებლობა, მეეზოვეობა, მედურგლეობა, დეკორატორობა და სამღებრო საქმიანობა.
მკვლევარების აზრით, გარდა იმისა, რომ მოხდება ცოცხალი ხელის ჩანაცვლება, ეს გაზრდის ასევე წარმოების სიჩქარესა და უსაფრთხოების სტანდარტებს. ეს კი თავის მხრივ კიდევ უფრო დახვეწს და გაამკაცრებს ამ სფეროში კომპიუტერიზაციის პროცესს. ამავე კვლევაში წერია, რომ მშენებლობის სფეროში სტანდარტების ჩამორჩენა და მისი განვითარების დაბალი ტემპი იმიგრანტი მშენებლების სამშენებლო სფეროში დასაქმებამ გამოიწვია.
კოკა კვირკველია