მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლები იმ ტრენდებზე საუბრობენ, რომელიც 2018 წელს ინტერნეტ რეკლამის ბაზარზე კიდევ უფრო დაწინაურდება.
ონლაინ ვიდეო რეკლამა
მიუხედავად იმისა, რომ ტექსტური რეკლამა აქტუალურობას არ კარგავს და საკუთარი ფასი აქვს, რეკლამისდამკვეთებმა თავიანთი მზერა ონლაინ ვიდეო რეკლამაზე მიმართეს. "ინტერნეტ რეკლამის ეს სახეობა იდეალური შესაძლებლობაა იყო გამორჩეული", - ამბობენ რეკლამისდამკვეთები.
The Wall Street Journal-ის მონაცემებით, 2011-დან 2016 წლის ჩათვლით პერიოდში ონლაინ ვიდეო რეკლამის მომხმარება 10-ჯერ გაიზარდა და ეს ზრდა კვლავ გრძელდება. მეტიც, მოზარდ და ახალგაზრდა მომხმარებელს შორის ონლაინ ვიდეო რეკლამა საკაბელო ტელევიზიების ვიდეო რეკლამებს უსწრებს.
ბუნებრივი რეკლამა
მარკეტილოგთა პროგნოზით, უნდა ველოდოთ, რომ 2018 წელს სურათი შედარებით ახალი ტრენდის - ბუნებრივი რეკლამის სასარგებლოდ შეიცვლება. რეკლამას, რომელიც კონტენტშია ჩასმული, უფრო მეტი შანსი აქვს ნახვის, ვინაიდან მომხმარებლისთვის ბუნებრივად აღქმადია.
კვლევებით დადგინდა, რომ ბუნებრივი რეკლამა განსაკუთრებით ეფექტურია სმარტფონებზე, რომლებიც სულ უფრო მეტად ანაცვლებენ ტრადიციულ დესკტოპებსა და ლეპტოპებს.
პერსონალიზირებული კონტენტი
კონტენტი ყოველთვის იყო დიჯითალ მარკეტინგის ცენტრში. თუმცა 2018 წელს კონტენტი უფრო პერსონალიზირებული იქნება, რათა მეტი გავლენა იქონიოს მომხმარებელზე. ბილეთების ყიდვისა და გაყიდვის ონლაინ პლატფორმა StubHub-ის მონაცემებით, გაყიდვები 42%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მოხმამრებელს მოქმედების პერსონალიზირებული მოწოდება შესთავაზეს.
ჭკვიანი რეკლამა დიდი მონაცემებით
Big Data წლებია მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეკლამაზე, თუმცა მონაცემების განვითარებამ ბევრ რეკლამისდამკვეთს საშუალება მისცა ესარგებლათ პოტენციური მყიდველებზე ინსაიტების უპირატესობებით, რომლებიც მანამდე მიუწვდომელი იყვნენ. Big Data საშუალებას აძლევს რეკლამისდამკვეთებს უფრო ზუსტად განსაზღვრონ საკუთარი აუდიტორია, ნაკლები ფული დახარჯონ რეკლამაზე. IDC-ის მონაცემებით, Big Data-ს ბაზარი 2018 წლის ბოლოსთვის 100 მილიარდ დოლარად შეფასდება.