აშშ არ გამორიცხავს უზბეკეთის იმ ქვეყნების სიაში შეყვანას, რომლის მოქალაქეებისათვის აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. ამის შესახებ თეთრის სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს განსახილველი საკითხია. ჩვენ ასეთ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ“, - განაცხადა სარა სანდერსმა ჟურნალისტის შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განმარტებით, უამრავი კრიტერიუმები არსებობს, რომლითაც ხდება იმ ქვეყნების განსაზღვრა, რომლის მოქალაქეებს აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა ეზღუდებათ.
ნიუ-იორკში ტერაქტი ორი დღის წინ 29 წლის უზბეკეთის მოქალაქემ საიფულო საიპოვმა განახორციელა. ის მწვანე ბარათის მფლობელი იყო და აშშ-ში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ნიუ-იორკში, მანჰეტენზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. თავდამსხმელი მანქანით ჯერ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა და სროლა დაიწყო.