იანვარ-სექტემბერში ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან 1 მილიარდ ლარზე მეტი შევიდა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან 1.1 მილიარდი ლარი შევიდა.

მაშინ როცა, გეგმის მიხედვით, 1.2 მილიარდი ლარი უნდა შესულიყო. ამის შესახებ, ინფორმაცია ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშშია მოცემული.

„აქციზის გადასახადის ფაქტიური შემოსავლების ჩამორჩენა საპროგნოზო მაჩვენებელთან, ერთის მხრივ გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ავტომობილების იმპორტიორებს მიეცათ შეღავათი 3 თვის განმავლობაში ძველი განაკვეთებით ესარგებლათ, ხოლო მეორეს მხრივ თამბაქოზე აქციზის ზრდის მოლოდინის პირობებში კომპანიების მიერ მოხდა მარაგების შექმნა, რომლის ეტაპობრივი გამოყენება ხორციელდება მიმდინარე წლის განმავლობაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.