Hitachi ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ლიფტს ააგებს

ლიფტს 95-ე სართულზე ასასვლელად სულ რაღაც 45 წამი დასჭირდება

კომპანია Hitachi მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ლიფტის აგებას გეგმავს, რომელიც 72 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს. როგორც პროექტის წარმომადგენლები აცხადებენ, შედეგად, 95-ე სართულზე ასასვლელად სულ რაღაც 45 წამი იქნება საჭირო. ლიფტი ჩინეთის ქალაქ გუანჩჟოუს ერთ-ერთ ცათამბჯენში დამონტაჟდება, სადაც  ფინანსური ცენტრი უნდა განთავსდეს.  

როგორც Hitachi-ს წარმომადგენლები აცხადებენ, მიუხედავად ასეთი სისწრაფისა, მგზავრები რაიმე დისკომფორტს არ იგრძნობენ. მთლიანად, ცათამბჯენში 95 ლიფტი დამონტაჟდება, აქედან 2 უსწრაფესი იქნება.

მოსალოდნელია, რომ ცათამბჯენის მშენებლობა 2016 წლისთვის დასრულდება.

ამჟამად მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ლიფტად ტაივანში მდებარე ცათამბჯენ "ტაიბეი 101"-ში მდებარე ლიფტი მიიჩნევა. მისი სიჩქარე 60.6 კმ/სთ-ს აღწევს.

დასავლეთ ევროპაში კი ყველაზე სწრაფი ლიფტი ლონდონის ცათამბჯენ Shard-ში მდებარეობს. ის წუთში 360 მეტრს ფარავს.