საქართველოს საჯარო სკოლებში უფასო WiFi სისტემები დამონტაჟდება

საქართველოში უფასო ინტერნეტით 2080-მდე სკოლა სარგებლობს, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები. განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრი სკოლების ამჯერად უფასო WiFi-ით უზრუნველყოფას აპირებს.

ცენტრის უფროსის, დიმიტრი ბერიძის თქმით, გასულ ზაფხულს 32 სკოლაში WiFi-ს სისტემები "მაიკროსოფტ საქართველომ" უკვე დაამონტაჟა. სკოლების უფასო WiFi-ით აღჭურვა გაგრძელდება.

"მოსწავლეებისთვის WiFi სისტემები, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რომ სასწავლო პროცესი უფრო მეტად თანამედროვე გახდეს. 21-ე საუკუნეში ტრანსფორმაცია ხდება ელექტრონულ სწავლებაზე, რაც ძალიან მზარდია. 50 სკოლაში WiFi-ს სისტემები დამონტაჟდება, რაზეც ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ და გამარჯვებული კომპანიაც შერჩეულია. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ აპარატურის შესყიდვას, რადგან ეს კომპანია 5 წლის განმავლობში მოემსახურება სკოლებს და თუ რაიმე პრობლემა შეიქმნება, ვალდებული იქნება, რომ ეს აპარატურა შეცვალოს. 5 წლის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, აპარატურა სკოლებს დარჩება", – აღნიშნავს დიმიტრი ბერიძე.

მისივე თქმით, WiFi-ს აპარატურის მონტაჟი 50 სკოლის გარდა, დამატებით კიდევ 19 სკოლაში იგეგმება, რომლებიც თანამედროვე დიზაინითა და საერთო სივრცით გამოირჩევიან.

განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის უფროსის თქმით, ინტერნეტი სწავლების პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის: იხილეთ გაგრძელება