6 მიზეზი, რატომ უნდა დანერგოთ Lingwing-ის ონლაინ სწავლება კომპანიაში

მსოფლიოში, მცირე თუ დიდი ზომის კორპორაციები, უკვე დიდი ხანია ხედავენ მათი კორპორაციული ტრენინგების ონლაინ რეჟიმში გადატანის უპირატესობებს.

სიახლე არ არის, რომ ონლაინ სწავლების გამოყენებით ბიზნესი ზოგავს სულ ცოტა 50%-ს, როცა ის ანაცვლებს ტრადიციული სწავლების ტრენინგებს ონლაინ სწავლებით, რომ აღარაფერი ვთქვათ დახარჯულ დროზე, რომელიც საშუალოდ 60%-ით მცირდება.

Lingwing - ალბათ ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელიც კომპანიებს უცხოური ენების ონლაინ კორპორაციულ სწავლებას სთავაზობს.

ღირს კი ონლაინ კორპორაციული ტრენინგები ხარჯის გაღებად? არის კი უპირატესობები იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ღირდეს HR-ის ბიუჯეტის ონლაინ სწავლებაზე მიმართვა? იმ HR მენეჯერებისთვის თუ დირექტორებისთვის, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობენ ონლაინ სწავლების დანერგვაზე კომპანიაში, ვფიქრობთ, გონივრული იქნება ხაზი გაესვას ონლაინ კორპორაციული სწავლების სასარგებლოდ არსებულ რამდენიმე ძლიერ არგუმენტს.

6 მიზეზი, რატომ უნდა დანერგოთ ონლაინ სწავლება კომპანიაში

ტრენინგის საფასურის შემცირება

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი არის ის, რომ ონლაინ ტრენინგები სწავლების ფასს საგრძნობლად ამცირებს. ზოგადად, ონლაინ სწავლება ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ტრადიციული სწავლება და თანაც, კომპანიას, რომელიც ონლაინ სწავლებას გთავაზობთ, დამატებით შეუძლია კორპორაციული ფასდაკლების გაკეთებაც. Lingwing-ის შემთხვავაშიც, თუ ერთი მომხმარებლისთვის ერთი თვის საფასური 29 ლარია, დიდი კომპანიის შემთვევაში შეიძლება ერთი მომხმარებლის ფასი 10 ლარს გაუტოლდეს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მოსწავლეს აღარ სჭირდება არანაირი დამატებითი მასალის შეძენა.

კონტროლის მექანიზმი

ორგანიზაციების უმრავლესობა უკვეთავს ტრენინგებს და ხარჯავს უამრავ თანხას, მაგრამ მათ ძალიან უჭირთ შედეგების გაზომვა. არ არსებობს შეფასების ობიექტური კრიტერიუმი, რა ცოდნა ჰქონდა თანამშრომელს ტრენინგამდე და რა ცოდნა აქვს ტრენინგის შემდეგ. Lingwing-ის შემთხვევაში კომპანიის მენეჯერს ეძლევა წვდომა ყველა თანამშრომლის სტატისტიკაზე - რამდენი ხანი იმეცადინა, რამდენი დავალება შეასრულა, რა რეიტინგი აქვს. შესაბამისად, ხელმძღვანელმა იცის რა შედეგები მიიღეს თანამშრომლებმა არამარტო ტრენინგის დასრულებისას, არამედ ყოველი დღის ბოლოს.

ხარისხი და სანდოობა

ტრადიციული სწავლების ტრენინგების ხარისხი დამოკიდებულია ტრენერზე, თანამშრომლების სიმპატიაზე მის მიმართ და სხვა უამრავ დეტალზე. სახსრების არსებობის შემთხვევაშიც კი, ძალიან რთულია კარგი ტრენერის მოძიება. კარგი ონლაინ სწავლების რესურსები კი ყოველთვის ხელმისაწვდომია და მათი ხარისხიც უცვლელია. Lingwing-ის კურსებიც ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით არის შედგენილი, შემოწმებულია უმაღლესი დონის სპეციალისტების მიერ და გახმოვანებულია ასევე უმაღლესი ხარისხით.

სწავლისთვის ყველაზე მოქნილი საშუალება ონლაინ ტრენინგები ასევე აძლევს თანამშრომლებს საშუალებას, ჰქონდეთ წვდომა კურსებზე 24 საათის განმავლობაში, სამსახურში თუ სახლში. მათ შეუძლიათ იმეცადინონ კომპიუტერით ან მობილური ტელეფონებით, აირჩიონ მათთვის სასურველი დონე და კურსი.

ნასწავლის ადვილად გახსენება

როდესაც თანამშრომლებს შეუძლიათ ისწავლონ ინტერაქტიულ და აზარტულ გარემოში, მათი ცოდნის მიღების ხარისხი იზრდება და უკეთ იმახსოვრებენ ნასწავლს. სახალისო, რეალურ სიტუაციებზე აგებული სასწავლო მასალა და მაღალი ჩართულობის მქონე ონლაინ სწავლების პლატფორმები უფრო მეტ აზარტს მატებს თანამშრომლებს და მიღებული შედეგებიც მოტივაციაა უფრო მეტი სწავლისთვის.

დროის დაზოგვა

ის დრო, რომელსაც თანამშრომელი ონლაინ ტრენინგს უთმობს, 100%-ით ეკუთვნის მას. ტრადიციული ტრენინგების შემთხვევაში, უფრო ხშირად, ტარდება ჯგუფური მეცადინეობები და ამ შემთხვევაში თითოეული თანამშრომლის ჩართულობა კარგ შემთხვევაში დაახლოებით 50%-ია. აღარაფერს ვამბობთ ტრანსპორტში დაკარგულ დროზე.

დღესდღეობით Lingwing-ის კორპორაციული შეთავაზებით 10-მდე კომპანია სარგებლობს, მათ შორის Liberty Bank, Geocell, Tbilisi Mediathek, კასპის მუნიციპალიტეტი და სხვა.

უცხოური ენების ცოდნის აქტუალურობა კი ტურიზმის ზრდასთან და ასევე, უცხოელების და უცხოელი სტუდენტების საცხოვრებლად საქართველოში გადმოსვლასთან ერთად, დღითიდღე იზრდება