"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეკონომიკის 5%-იან ზრდას ეხმაურება.
"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ რომან გოცირიძის პოსტს.
"მიდიხარ გზაზე. შემოგხვდა პრემიერ-მინისტრი. გეუბნება, გინდა შენი ხელფასი ხუთი პროცენტით გაგიზარდოო? გახარებული უქნევ თავს. იღებს ჯიბიდან 50 ლარს და გიზრდის შენს ”მშპ”-ს. აგრძელებ გზას, ჩაუვლი პრემიერის სახლს, წინ დიიიდი ორმო დაგხვდება, ვარდები ტლაპოში და აღმოაჩენ, რომ ის ნაჩუქარი ორმოცდაათი ლარი დაკარგე და საკუთარიც ერთი იმდენი:(((
ასეა ჩვენი საქმე. მშპ ხუთი პროცენტით გაიზარდაო, ანუ შემოსავლები მოგემატათო. იმაზე არაფერს ამბობენ, რამდენს დავკარგავთ ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის შედეგად?!", - წერს რომან გოცირიძე.