Precision Auto Service  ამერიკული ინვესტიციები საქართველოს რეგიონებში

24 აპრილს „პრესიჟენ ავტო სერვისის“ რუსთავის ფილიალი გაიხსნა.

მისამართი: ქ. რუსთავთან მიუსვლელი, თბილისი-რუსთავის გზადკეცილის მე-19კმ.; კავკასიის ავტო ცენტრის ბაზრობის შესასვლეში.

„პრესიჟენ ავტო სერვისი“ არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების უნივერსალური სერვის ცენტრი. „პრესიჟენ ავტო სერვისი“ ემსახურება მსოფლიოს ყველა მწარმოებლის ავტომობილს და წარმოადგენს ცნობილ ამერიკულ საავტომობილო სერვის ფრენჩაიზს საქართველოში. ამერიკული ფრენჩაიზი - Precision Auto Services-ი 35 წელზე მეტია, რაც საავტომობილო სერვისების სფეროში მოღვაწეობს და მომხმარებელს სთავაზობს მულიტბრენდულ, უნივერსალურ საავტომობილო პროფილაქტიკურ სერვისებს. პრესიჟენის ბრენდით 350 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: ა.შ.შ., პორტუგალია, ესპანეთი, ტაივანი, ომანი, ნიგერია, ანგოლა და ახლა უკვე საქართველო. პარალელურად, პრესიჟენის სერვის ცენტრები განვითარების სხვადასხვა სტადიაშია შემდეგ ქვეყნებში: მექსიკა, კანადა, გაერთიანებული არაბეთის ემირატები, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია და მაროკო.

პრესიჟენს აქვს მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ავტომობილების სერვისის მენეჯმენტ-სისტემა და ფრენჩაიზორებს სთავაზობს უმაღლესი კლასის მენეჯმენტისა და ტექნიკური სწავლების საერთაშორისო პროგრამებს „პრესიჟენ აკადემიაში“, რომელიც მდებარეობს ქალაქ ლისბურგში, შტატი ვირჯინია, ა.შ.შ. კავკასიის რეგიონალური „პრესიჟენის აკადემია“ შეიქმნა თბილისშიც, სადაც ჩატარდება ხელოსნების მუდმივი ტრეინინგი.

პირველ ეტაპზე, პრესიჟენ ავტო სერვისის ბრენდით უკვე გაიხსნა 2 სერვის-ცენტრი თბილისსა და რუსთავში და ზაფხულის ბოლომდე გაიხსნება ქუთაისსა და ბათუმში. ბრენდი განვითარების მეორე ეტაპი დაიწყება 2015 წელს და მოიცავს როგორც საქართველოს დანარჩენ რეგიონებს, ასევე აზერბაიჯანს და სომხეთს. საქართველოში პრესიჟენის ბრენდის განვითარება გამოიწვევს 60 სპეციალისტის დასაქმებას.

პროექტი დაფინანსებული იქნა ამერიკის მთავრობის საინვესტიციო კორპორაციის - „ოპიკ“-ის მიერ და წარმოადგენს ბანკის მიერ დაფინანსებულ პირველ ფრენჩაიზულ პროექტს საქართველოში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ-ფოსტა: dlezhava@pepela.com

მობილური: 577 540038