"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის გაუფასურებაზე წერს. „ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"მთავრობას და ეროვნულ ბანკს არა აქვს გაცნობიერებული, თუ რა ხდება ლართან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ხალხს გულში იმედი აქვს, რომ, როგორც ბოლო წლებში ხდებოდა, ზამთრის დასუსტებას ზაფხულის გამყარება მოჰყვება ხოლმე. მომავალი წლის ბიუჯეტისა და ეროვნული ბანკის ამ (იაფი ფულის) პოლიტიკის გამო ეს არ მოხდება. ლარი იმოძრავებს ზემოთ და ქვემოთ, მაგრამ არა იმ ზომით, რასაც მიჩვეული ვიყავით და რასაც გულში ვფიქრობთ.
რაც გვინახავს, ვეღარ ვნახავთ!" - წერს გოცირიძე.