პარლამენტში გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა პროგრამაზე InnovFin, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ფონდის საერთო ინიციატივაა, ევროკომისიის „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ფარგლებში.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, InnovFin-ს გააჩნია სხვადასხვა ფინანსური მექანიზმები ინოვაციური ბიზნესებისა და კვლევების დასაფინანსებლად, იგი მოიცავს როგორც სესხებს, ასევე გარანტიებს.
„დაფინანსება ხელმისაწვდომია მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმეებისათვის როგორც პირდაპირ, ასევე (ძირითად შემთხვევაში) ფინანსური შუამავლების საშუალებით (ბანკები, განვითარების სააგენტოები, კვლევითი ცენტრები, ა.შ.). პროგრამის ძირითადი მიზანია ფინანსურ ინსტიტუციებს გაუადვილოს ინოვაციებისა და კვლევების დაფინანსება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.