ყველაზე ”სწრაფები” მსოფლიოში

ყველაზე მაღალი შემოსავლით ერთ წამში, მსოფლიოში შემდეგი კომპანიები ლიდერობენ: Samsung, Sony, Google, Facebook, Apple.

ალბათ, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გიგანტ კომპანიებს შემოსავალიც გიგანტური აქვთ.

უცხოური ვებ-გვერდი WorldPayZinc ნებისმიერ ინტერნეტმომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ონალაინ თვალი ადევნოს გიგანტი კომპანიების ფინანსურ მოგებას. საიტზე შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა თანხას გამოიმუშავებს თქვენი საყვარელი კომპანია ერთ წამში.

WorldPayZinc-ის მიხედვით, ამ თვალსაზრისით ლიდერი კომპანია Samsung-ია, რომელიც წამში 11 ათას ამერიკულ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. ამ თანხიდან, კომპანიის მოგება 1, 540 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

Sony წამში 3, 588 ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს, აქედან მისი მოგება 55 დოლარია,  Apple წამში 9 ათასზე მეტს გამოიმუშავებს, საიდანაც მისი მოგება 1.997 აშშ დოლარია.

წამში გამომუშავებული თანხის მიხედვით, ამ კომპანიებს ცუკერბერგის Facebook ჩამორჩება. კომპანიის მოგება წამში მხოლოდ 81 აშშ დოლარს შეადგენს.