"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.
საქართველოს პრო ბონო ქსელის მიზანია კომპანიათა ექსპერტიზის ჩართვა საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებაში. კომპანიებისთვის პრო ბონო სერვისები მათი სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელების ერთ-ერთ ფორმას, კერძოდ კი, თანამშრომელთა მოხალისეობის მოტივაციას წარმოადგენს.
1 ნოემბერს პრო ბონო ქსელის მეორე წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ როგორც ქსელის წევრები, ასევე პარტნიორი და მხარდამჭერი ორგანიზაციები.
შეხვედრაზე განიხილებოდა გასული წლის აქტივობები და თანამშრომლობის მაგალითები. პრეზენტაციები გააკეთეს სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა და დამსწრეებს გაუზიარეს ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ წელს კიდევ უფრო გაიზარდა პრო ბონო ქსელი და იმ ცამეტ კომპანიას, რომლებიც უკვე იყვნენ ქსელის წევრები, დაემატა კიდევ ოთხი კომპანია:
• პაშა ბანკი
• ეი პი ემ ტერმინალს ფოთი
• Georgian Progress Group
• Profit Lab
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: probonogeorgia.ge