მედიასააგენტო Zenith-ის კვლევის თანახმად, მობილური რეკლამა ე.წ. დესკტოპ რეკლამას გადაუსწრებს.
სააგენტოს კვლევის თანახმად, მიმდინარე წელს მობილურ რეკლამაზე დანახარჯები 99,3 მილიარდ დოლარს მიაღწევს, დესკტოპ რეკლამაზე კი 97,4 მილიარად დოლარს.
Zenith-ის პროგნოზით, რეკლამისდამკვეთთა დანახარჯების 53% სწორედ მობილურ რეკლამაზე მოვა, 2019 წელს კი მობილური რეკლამა ინტერნეტ რეკლამის ბაზრის 62%-ს დაიკავებს.
„ყველაზე მასშტაბური ზრდა ჩინეთის ბაზარზე იქნება. ჩინეთში მობილური უკვე არის ინტერნეტი დომინანტი და მისი წილი 56%-ს შეადგენს. ჩინური კომპანიები მომავალ წელს მობაილ რეკლამაზე 32,7 მილიარდ დოლარს დახარჯავენ და ამ მაჩვენებლით გადაუსწრებენ აშშ-ის, სადაც მობილურ რეკლამაზე დანახარჯები 30,5 მილიარდი დოილარი იქნება. გლობალურ სარეკლამო ბაზარზე კი მობილური რეკლამის წილი წელს 29% იქნება, ხოლო მომდებნო წელს - 47%“, - ნათქვამია Zenith-ის კვლევაში.
ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, დესკტოპ რეკლამის ზრდის მთავარი წყარო ონლაინ ვიდეო რეკლამა და სოციალური ქსელები იქნება.