"კითხვაზე, თუ რატომ არ ვზრდით დევნილების შემწეობას, პასუხია - დღეს პრიორიტეტია დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება"

კითხვაზე, თუ რატომ არ ვზრდით ჩვენ დევნილების შემწეობას, პასუხი შემდეგია - დღეს პრიორიტეტია დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

„ამ მიმართულებით მცხეთაში 120 დევნილი ოჯახისთვის ორი 8 სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარებს. გორში 480 დევნილი ოჯახისთვის 8 სართულიანი კორპუსი შენდება, ზუგდიდში 240 დევნილი ოჯახისთვის ოთხი 11 სართულიანი კორპუსი შენდება. ზუგდიდში მეორე ლოკაციაზე 6 ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება 360 ოჯახისთვის. წყალტუბოში 140 დევნილი ოჯახისთვის ორი 10 სართულიანი სახლი შენდება. ქუთაისში 160 დევნილი ოჯახისთვის განსახლების მიზნით 2 კორპუსი შენდება და 6 ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება ასევე ქუთაისში 480 დევნილი ოჯახისთვის“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.