დიმიტრი ქუმსიშვილი - სავალუტო ბაზარზე მოკლევადიან ცვლილებებს მონაწილეთა ქცევა განსაზღვრავს

სავალუტო ბაზარზე მოკლევადიან ცვლილებებს მონაწილეთა ქცევა განსაზღვრავს - ამ სუბიექტის ქცევებზე მოლოდინები ახდენს გავლენას , - აღნიშნული განცხადება პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა, რომელმაც საპარლამენტო უმცირესობის წევრებს უპასუხა.

”სავალუტო ბაზარზე მოკლევადიან ცვლილებებს მონაწილეთა ქცევა განსაზღვრავს. ეს არის ძალიან მარტივი რამ. ის სუბიექტები, რომლებიც სავალუტო ბაზარზე არიან, მათი ქცევა განსაზღვრავს შედეგს, რა შედეგიც სავალუტო ბაზარზე დგება. რა თქმა უნდა, ამ სუბიექტის ქცევებზე მოლოდინები ახდენს ზეგავლენას, ისევე როგორც კონკრეტულად მოთხოვნა-მიწოდების საჭიროება, რომელიც მათ გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა, რადგან ეკონომიკური ზრდა მრავალ კომპონენტს შეიცავს. მათ შორის შეიცავს დასაქმებას, ხელფასების ზრდას და ასე შემდეგ”, - განაცხადა ქუმსიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკა.

პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, რომელიც ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.