ტიმ კუკმა iPhoneX-ის ფასი ერთი ფინჯანი ყავის ფასს შეადარა

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა iPhoneX-ის ფასი ერთი ჭიქა ყავის ფასს შეადარა.

მისი თქმით, iPhoneX-ის 999 დოლარად ყიდვა იგივეა, რაც „ძვირადღირებულ ყავახანებში ყოველ დღე ერთი ჭიქა ყავის დალევა“.

„მით უმეტეს, რომ შესაძლებელია iPhoneX-ის განვადებით შეძენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ძვირად ღირებული სმარტფონის სანაცვლოდ თვეში მხოლოდ 56 დოლარს გადაიხდით. ეს კი დღეში 2 დოლარზე ნაკლებია. მოგეხსენებათ, ნიუ იორკში ლატე საშუალოდ 4 დოლარი ღირს“, - განაცხადა ტიმ კუკმა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ადამიანს, ვინც დღეში ერთ ჭიქა ლატეს სვამს, შეუძლია თამამად იყიდოს iPhoneX-ი დღეში 2 დოლარის სანაცვლოდ.

საქართველოში iPhone X-ის გაყიდვები დღეიდან დაიწყება.

როგორც ერთ-ერთ მაღაზიაში აცხადებენ, იქიდან გამომდინარე, რომ iPhone X ბაზარზე ჯერჯერობით დეფიციტურია, მისი ღირებულება საშუალოდ 4 999 ლარი იქნება. თუმცა, მათი ცნობით, რამდენიმე კვირაში ფასი სავარაუდოდ, დასტაბილურდება.

აღსანიშნავია, რომ iPhone X-ის ექსკლუზიური მოდელი 29 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქემ 19 999 ლარად შეიძინა.