ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის დავალებები გამარტივდება.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მუშაობს ჯგუფი, რომ მათემატიკის გამოცდაში მარტივი დავალებების ხვედრითი წილი გაიზარდოს.
მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 2018 წლის ეროვნული გამოცდების სიახლეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათემატიკის გამოცდის შედეგები სხვა საგნებთან შედარებით დაბალია.
"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როცა მცირდება იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც მათემატიკას ირჩევენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათემატიკა იმდენად მარტივი იქნება, რომ ვეღარ მოვახერხოთ იმის შეფასება, რისი შეფასებაც გვინდა", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.