2018 წელს ეროვნული გამოცდები, შესაძლოა, ტექნიკურ უნივერსიტეტში აღარ ჩატარდეს, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტს, სავარაუდოდ, რომელიმე სკოლის შენობა ჩაანაცვლებს.
"მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ტექნიკური უნივერსიტეტი ჩავანაცვლოთ, თუ მოვახერხეთ და შესაბამისი სკოლის შენობა მოვძებნეთ გარეუბანში", - განაცხადა მიმინოშვილმა.